ფიდეს მსოფლიო ქალთა გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალის შედეგები

17-24 ნოემბერს, ესპანეთის ლეგენდარულ ჭადრაკის ქალაქში, ლინარესში FIDE-ს ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი იმართება.

ტურნირში მონაწილეობს 12 უძლიერესი ქალთა ნაკრები.

თითოეული ჯგუფი თამაშობს წრიული სისტემით ხუთ ტურად. დროის კონტროლი მთელი პარტიის განმავლობაში 45 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები 0.5-1.5 ანგარიშით დამარცხდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ და გამოეთიშა ბრძოლას.

ნახევარფინალის შედეგები:

  • ფიდე 2-0 ჩინეთი
  • აზერბაიჯანი 2-1 ყაზახეთი

23 ნოემბერს, ფინალში პირველობისათვის ერთმანეთს ფიდეს სახელით მოასპარეზე გუნდი და აზერბაიჯანის ნაკრები დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილისთვის ჩინეთი და ყაზახეთი იბრძოლებს.

ტექნიკური შედეგები: