17-24 ნოემბერს, ესპანეთის ლეგენდარულ ჭადრაკის ქალაქში, ლინარესში FIDE-ს ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი გაიმართება .
მსოფლიოს 12 უძლიერეს ქალთა ნაკრები შეეჯიბრება ერთმანეთს მსოფლიო ტიტულისთვის.
გუნდები შედგება ოთხი ძირითადი და ორ სათადარიგო მოთამაშისაგან. თორმეტი გუნდი დაიყოფა ორ დაახლოებით ერთნაირი სიძლიერის ჯგუფად.
თითოეული ჯგუფი ითამაშებს წრიული სისტემით ხუთ ტურად. დროის კონტროლი მთელი პარტიის განმავლობაში 45 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ტური ფასდება მატჩ-ქულებით, გამარჯვებული იღებს 2 ქულას, ფრე – 1 ქულას, წაგება – 0 ქულას.
ჯგუფის ოთხი საუკეთესო გუნდი გადის მე-2 ეტაპზე.
მონაწილე ქვეყნები:
- 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები : საქართველო, საფრანგეთი, ყაზახეთი და აშშ
- ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კონტინენტური გუნდები : ჩინეთი (აზია), უკრაინა (ევროპა), პერუ (ამერიკა) და ალჟირი (აფრიკა)
- ინდოეთი და FIDE-ს გუნდები, 2025 წლის აგვისტოს საშუალო რეიტინგის მიხედვით
- ესპანეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა
- უზბეკეთი, ნომინირებული ფიდეს პრეზიდენტის მიერ
აღშანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 2023 წლის ფიდეს მსოფლიო ქალთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.
საქართველოს გუნდის შემადგენლობაშია:
- ბაციაშვილი ნინო
- ჯავახიშვილი ლელა
- ხოტენაშვილი ბელლა
- არაბიძე მერი
- კირთაძე ანასტასია
- მგელაძე კესარია
გუნდის კაპიტანია: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
თითოეულ ჯგუფში, პირველი ეტაპის წყვილები გაირკვევა გახსნის ცერემონიაზე.
ტურნრის განრიგი:


