კადეტთა მსოფლიო თასზე დასვენების დღეს გამართული ღონისძიებები

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით22 ივნისიდან ბათუმში მიმდინარეობს ფიდეს მსოფლიო თასი 8,10,12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ღონისძიება ტარდება საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ტურნირი იმართება სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიო”-ში და ასპარეზობაში მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი.

30 ივნისს, ტურნირის დასვენების დღეს, მონაწილეებისთვის და ოფიციალური დელეგაციის მწვრთნელებისთვის გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები. ჩაატარდა „მსოფლიო თასი კომპოზიციების ამოხსნაში 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის”; ასევე, გაიმართა სპეციალური ბლიც ტურნირი — „ნესისის თასი 2025“ — დელეგაციის ოფიციალური მწვრთნელებისა და 10 სპეციალურად მოწვეული მოთამაშისთვის (5 ნომინირებული იყო ორგანიზატორის მიერ და 5 – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ). გამარჯვებულები ღონისძიების ბოლოს საერთაშორისო არბიტრმა გენადი ნესისმა დააჯილდოვა.

ტურნირში მსოფლიოს 11 ქვეყნის 31 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.ღია კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი 9-დან 7 ქულით ბათუმელი ნოდარ ლორთქიფანიძე გახდა.

ქალთა კატეგორიაც ბათუმელი გოგონების წარმატებით დასრულდა. პირველობა ორმა მონაწილემ გაიყო და დამატებითი მაჩვენებლებით 9-დან 5 ქულით საუკეთესო კესარია მგელაძე გახდა! ხოლო მესამე ადგილი 9-დან 4.5 ქულით ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძემ დაიკავა.

გამარჯვებული სამეული ღია კატეგორიაში:

  1. ჯოჯუა დავით (GEO)
  2. ლორთქიფანიძე ნოდარი (GEO)
  3. მაღალაშვილი დავით (GEO)

გამარჯვებული სამეული ქალთა კატეგორიაში:

  1. მგელაძე კესარია (GEO)
  2. სვატი ღატე (IND)
  3. ცეცხლაძე მარიამი (GEO)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: