ფიდეს მოზარდთა მსოფლიო თასის გამარჯვებულები

22 ივნისიდან 3 ივლისამდე, ქ.ბათუმი მსოფლიოს თასს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მასპინძლობდა. ღონისძიება საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სპორტის დეპარტამენტი. ღონისძიების მხარდამჭერები: ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ასპარეზობაში მონაწილეობდა 40-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრული იყო ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების მიხედვით.

დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: ფიდე-ს სპეციალურ დავალებათა დირექტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ექს ჩემპიონი სუზან პოლგარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე და მოადგილე ირაკლი აბულაძე, ქ.ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი მერაბ ქიძინიძე, ბათუმის საკრებულოს უფროსი რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგური, ფიდეს მსოფლიო თასის სააპელაციო კომისიის ხელმძღვანელი ოზგურ სოლაკოგლუ, საქართველოს ჭადრაკის ფეერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში დავიდ გურგენიძე, საერთაშორისო დიდოსტატი გენადი ნესისი და სხვა საპატიო სტუმრები.

დახურვის საზეიმო ცერემონია ქართული ჰიმნით და ცეკვით გაიხსნა, შემდეგ კი ფიდე-ს სპეციალურ დავალებათა დირექტორმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერებს მადლობის სიგელი გადასცა.

მოწვეულმა სტუმრებმა ყველა კატეგორიაში გამარჯვებულები სამეული დააჯილდოვეს.

გამარჯვებული სამეული:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

8 წლამდე გოგონათა შორის:

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

10 წლამდე გოგონათა შორის:

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

12 წლამდე გოგონათა შორის:

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: