ქ. ბათუმში, 22-28 აგვისტოს მიმდინარეობს საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2020”. ტურნირი ტარდება 8,10,12 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის, საუკეთესო ხუთეულისთვის დაწესებულია პრიზები: ფასიანი საჩუქრები, დიპლომი და მედალი საპრიზო სამეულისთვის.
ტურნირში დაწესებულია მწვრთნელთა კონკურსი იმ მწვრთნელთათვის, რომლებსაც ტურნირში ჰყავთ არანაკლებ 3 მოსწავლე და ესწრებიან საჭადრაკო ფესტივალს.
ყოველდღიურად, ტურის დაწყებამდე, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იმართება საჭადრაკო ვიქტორინა, სადაც სწორი პასუხის გამცემს გადაეცემა საჭადრაკო საჩუქრები.
III ტურის შემდეგ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში დაწინაურდნენ:
8 წლამდე – 3 დან 3 ქულით – ჩიღვინაძე ლუკა, ღონიაძე დანიელი და ყალიჩავა ანი.
10 წლამდე – 3 დან 3 ქულით – ჩანქსელიანი დავით, აშოთია ბარბარე და გოგიაშვილი დემეტრე.
12 წლამდე – 3 დან 3 ქულით – ასათიანი თამარი.
14 წლამდე – 3 დან 3 ქულით – სილაგაძე მათე და შაპოვალოვი ვასიკო.