FIDE-ს ქალთა გრან-პრის დასკვნითი ეტაპი 22 მაისიდან – 2 ივნისამდე გიბრალტარში გაიმართება.
ასპარეზობა 12 მონაწილეთა შორის, წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით + 40 სვლის შემდეგ 30 წუთი.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე. პირველი ტურში ნანა ეკატერინა ლაჰნოსთან დაზავდა, მეორეში კი ანნა მუზიჩუკთან.
მოთამაშეთა სია:

დაჯილდოება:
| ადგილი | პრიზი |
| I | 20,000 ევრო |
| II | 16,000 ევრო |
| III | 13,000 ევრო |
| IV | 10,000 ევრო |
| V | 8,000 ევრო |
| VI | 5,500 ევრო |
| VII | 4,000 ევრო |
| VIII | 3,000 ევრო |

