სტარტი აიღო ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებამ!

6 ივლისს, ქ. ბათუმში სტარტი აიღო ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებამ. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის 2 აჭარიდან:

  • ნანა ძაგნიძე (2505)
  • ნინო ბაციაშვილი (2462)
  • მერი არაბიძე (2440)
  • ლელა ჯავახიშვილი (2432)
  • ბელა ხოტენაშვილი (2418)
  • ანასტასია კირთაძე (2307)
  • კესარია მგელაძე (2226)

ტურნირის პირველ ეტაპზე 3 ქართველი ღებულობს მონაწილეობას და აღსანიშნავია, რომ სამივემ პირველი პარტია გამარჯვებით დაასრულა! კესარია მგელაძემ დაამარცხა ვიეტნამელი საერთაშორისო ოსტატი, ბელა ხოტენაშვილმა ანგოლელი ქალთა საერთაშორისო ოსტატი, ანასტასია კირთაძემ კი ესპნანეთის სახელით მოასპარეზე მეტოქე – ანა მათნაძე.

პირველი ეტაპის II პარტია გაიმართება 7 ივლისს 15.00 საათზე.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: