23 ივნისს, ფიდეს მსოფლიო თასის 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გახსნის ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველად ტარდება და სტარტი ბათუმში აიღო.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სპორტის დეპარტამენტი. ღონისძიების მხარდამჭერებია: ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ტურნირი მიმდინარეობს სასტუმრო ”ეუფორიაში”.
ასპარეზობაში მონაწილეობს 37 ქვეყნის 288 სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების მიხედვით.
საქართველოდან ასპარეზობაში ჩართულია 50 სპორტსმენი, მათ შორის 9 აჭარიდან:
- დიმიტრაძე მარიამ (8 წლამდე გოგონათა შორის)
- შაინიძე ნატა (8 წლამდე გოგონათა შორის)
- სოსელია ევა (8 წლამდე გოგონათა შორის)
- ბოლქვაძე ნინო (10 წლამდე გოგონათა შორის)
- გოგუაძე მარიამ (10 წლამდე გოგონათა შორის)
- მღვდლიშვილი ბელლა (10 წლამდე გოგონათა შორის)
- ნაკაშიძე ნინო (12 წლამდე გოგონათა შორის)
- ქედელიძე ანეტა (12 წლამდე გოგონათა შორის)
- დიასამიძე რატი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
ტურნირის განრიგი:
22 ივნისი | ჩამოსვლის დღე | |
23 ივნისი | 10:00 | კაპიტნების შეხვედრა |
23 ივნისი | 14:30 | გახსნა |
23 ივნისი | 15:00 | 1 ტური |
24 ივნისი | 15:00 | 2 ტური |
25 ივნისი | 15:00 | 3 ტური |
26 ივნისი | 15:00 | 4 ტური |
27 ივნისი | 15:00 | 5 ტური |
28 ივნისი | 15:00 | 6 ტური |
29 ივნისი | 15:00 | 7 ტური |
30 ივნისი | მსოფლიო ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში | დასვენების დღე |
30 ივნისი | ოფიციალური მწვრთნელების ტურნირი | დასვენების დღე |
1 ივლისი | 15:00 | გახსნა |
2 ივლისი | 12:00 | 1 ტური |
2 ივლისი | ტაი – ბრეიკები | |
2 ივლისი | 20:00 | დახურვა |
3 ივლისი | გამგზავრება |
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: ფიდეს სპეციალურ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე – ირაკლი აბულაძე, აჭარის ჭაადრაკის ფეერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის ოფიციალური პირები.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: