აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმის მერიის, ბათუმის სპორტული ცენტრის და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 22 ივლისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საჭადრაკო ფესტივალმა ”ბათუმი-2023”.
ფესტივალის ფარგლებში იმართება ტურნირები სხვადასხვა კატეგორიაში: 8,10,12,20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის და ღია ბლიც ტურნირი. ღონისძიება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ფესტივალში ჩართულია 5 ქვეყნის 116 მოჭადრაკე.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: