საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 თებერვალს, სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატი დაიწყო.
ჩემპიონატები წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის 9 ტურად იმართება.
აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის 10-დან 4 მონაწილე აჭარის რეგიონიდან არის: მირანდა მიქაძე, კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე და მარიამ ცეცხლაძე. ვაჟთა შორის კი გაიოზ ნიგალიძე მონაწილეობს.
ვაჟთა შორის წილისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:
- მიხეილ მჭედლიშვილი (2568);
- ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2450);
- გაიოზ ნიგალიძე (2378);
- ლევან ფანცულაია (2522);
- ლუკა პაიჭაძე (2532);
- გიგა ყუფარაძე (2539);
- თორნიკე სანიკიძე (2442);
- ნოე თუთისანი (2439)
- ნიკოლოზ კაჭარავა (2526);
- მერაბ გაგუნაშვილი (2541).
ქალთა შორის წილისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:
- მირანდა მიქაძე (2133);
- ალექსანდრა ვახანია (2062);
- ბელა ხოტენაშვილი (2419);
- მარიამ ცეცხლაძე (2080);
- კესარია მგელაძე (2219);
- მარიამ კალანდაძე (1987);
- ნანა ძაგნიძე (2518);
- ანასტასია კირთაძე (2218);
- მერი არაბიძე (2457);
- ინგა ხურცილავა (2171);
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვებიან 2026 წლის საქართველოს უმაღლეს ლიგაში. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით და დიპლომით.
I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
საპრიზო ფონდი: 30000 ლარი.