საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი იმართება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
 - ფედეს რეიტინგი დაითვლება 11,13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში.
 
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში ჯამში 254 მოჭადრაკე მონაწილეობს, აქედან 16 აჭარის წარმომადგენელია:
- გიორგი გოგიაშვილი – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - გიორგი ჭანტურია – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - შოთა ცეცხლაძე – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - მარიამ ცეცხლაძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
 - ლულუ დიასამიძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
 - მარიამ კალანდაძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
 - შოთა დოლიძე – 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - სანდრო გოგუაძე – 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - ანეტა ქედელიძე – 13 წლამდე გოგონათა შორის
 - რატი დიასამიძე – 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - დემეტრე მახარაძე – 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - ნინო ნაკაშიძე – 11 წლამდე გოგონათა შორის
 - მერაბ ბალაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - საბა სარჯველაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - თევდორე ცინცაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
 - მარიამ გოგუაძე – 9 წლამდე გოგონათა შორის
 
ჩემპიონატის პირველი ტური დაიწყება 23 თებერვალს. 9,13 წლამდე – 11:00 სთ-ზე; 11,15 წლამდე -16:00 სთ-ზე.

