საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ს ორგანიზებით, 1 ნოემბერს ქ. ქუთაისში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. ფიდეს რეიტინგი არ ითვლება. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 40 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
საქართველოს პირველობისთვის 80 ნორჩი მოჭადრაკე იბრძვის, მათ შორის აჭარიდან 2 სპორტსმენია:
- შაინიძე ნატა (7 წლამდე გოგონათა შორის)
- ლომინაძე ნიკო (7 წლამდე ჭაბუკთა შორის)
ტურნირის განრიგი:


