სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა – “შავი ზღვის დელფინი 2025”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-9 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა “შავი ზღვის დელფინი 2025”.

ტურნირის მხარდამჭერები:

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ფესტივალის კატეგორიები

  • A – 20 წლამდე ღია კატეგორია რეიტინგ ტურნირი
  • B – 12 წლამდე ღია კატეგორია 
  • C – 10 წლამდე ღია კატეგორია
  • D – 8 წლამდე ღია კატეგორია

თამაშის წესები:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 90 სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, ამერიკა და ფიდე-ს დროშით მოასპარეზენი.

5 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში:

  • A – ღია ტურნირი;
  • B – ღია ტურნირი 12 წლამდე კატეგორიაში.

დასაწყისი 16:00 სთ.

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ღია ტურნირიში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: