სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა „ბათუმი 2025“

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19 აგვისტოს , მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა ”ბათუმი-2025”.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 100-ზე მეტი სპორტსმენი წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველო, ამერიკა, უკრაინა და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

23 აგვისტოს, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ‘’გია მახარაძის თასი’’ ელვისებურ ჭადრაკში – ღია და 12 წლამდე კატეგორიებში. დასაწყისი 16:00 სთ.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: