სტარტი აიღო ევროპის ქალთა ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა

31 მარტიდან, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე სტარტი აიღო ევროპის ქალთა ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება, დროის კონფტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

აღსანიშნავია, რომ I-X ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.

ღონისძიებაში 34 ქვეყნის 136 მოჭადრაკე მონაწილეობს.

საქართველოდან ტურნირში მონაწილეობენ:

  • ნინო ბაციაშვილი
  • მერი არაბიძე
  • ლელა ჯავახიშვილი
  • ბელა ხოტენაშვილი
  • ინგა ხურცილავა
  • კესარია მგელაძე
  • ანასტასია კირთაძე
  • ლილე ქორიძე
  • მარიამ ცეცხლაძე
  • ნია დონღვანი