სტარტი აიღო ევროპის ქალთა ჩემპიონატმა

რუმინეთის ქალაქ იასში, 9 აგვისტოდან სტარტი აიღო ევროპის ქალთა ჩემპიონატმა ჭადრაკში.

შეჯიბრი ჩატარდება 11 ტურად შვეიცარიული სისტემით, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 ქვეყნის 117 მოჭადრაკე, რომელთა შორის სასტარტო რეიტინგ სიაში პირველი სამეული ქართველებმა დაიკავეს: ნინო ბაციაშვილი (GEO, 2491), ლელა ჯავახიშვილი (GEO, 2473), ბელა ხოტენაშვილი (GEO, 2463).

საქართველოდან მონაწილეობას იღებენ:

  1. ნინო ბაციაშვილი (2487)
  2. ბელა ხოტენაშვილი (2471)
  3. ლელა ჯავახიშვილი (2470)
  4. მერი არაბიძე (2438)
  5. ნია დონღვანი (1902)

დაჯილდოება:

ღონისძიების საერთო საპრიზო ფონდია 60,000 ევრო.