სტარტი აიღო ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ვაჟთა შორის

რუმინეთის ეფორი ნორდში, 15 მარტს სტარტი აიღო ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ვაჟთა შორის.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენს.

შეჯიბრებაში მონაწილეობს 40 ქვეყნის 377 მოჭადრაკე.

საქართველოდან ასპარეზობენ:

  • ბაადურ ჯობავა
  • ლევან ფანცულაია
  • გიგა ყუფარაძე
  • თორნიკე სანიკიძე
  • ლუკა პაიჭაძე
  • ნოე თუთისანი

თამაშები იწყება თბილისის დროით 18:00 საათზე.