29 ოქტომბერს, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა.
ტუნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობს 44 ქვეყნის 1169 მოჭადრაკე.
ჩემპიონატი იმართება 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08, U10, U12, U14, U16, U18
სათამაშო დღეები:
• I–V ტური — 29 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
• დასვენების დღე — 3 ნოემბერი
• VI–IX ტური — 4– 8 ნოემბერი
საქართველოდან ასპარეზობენ:
- U08 (ჭაბუკები): გიორგი ონიანი
- U10 (ჭაბუკები): ლაზარე ჩხარტიშვილი, ანდრია ჯახაია
- U12 (ჭაბუკები): გიორგი წულაია
- U14 (ჭაბუკები): ანდრია კვირიაშვილი, დავით თათვიძე, ლუკა ქუნთელია
- U16 (ჭაბუკები): ლუკა კილაძე, ლუკა ხვედელიძე
- U18 (ჭაბუკები): დენიელ საფაროვი
- U10 (გოგონები): სარა სალთხუციშვილი, მარიამ რეხვიაშვილი, ლილე სვანაძე
- U12 (გოგონები): თეა რუსიტაშვილი, მარიამ გიორგაძე, ბარბარე შონია
- U14 (გოგონები): ბარბარე აშოთია, იოანა ჯოჯუა
- U16 (გოგონები): ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე, მარიამ კალანდაძე
- U18 (გოგონები): მარიამ გვათუა

