სტარტი აიღო აჭარის  ჩემპიონატმა 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 14 მარტს, სტარტი აიღო აჭარის ჩემპიონატმა 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ასაკობრივი კატეგორიები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. 14 წლამდე გოგონათა შორის – წრიული სისტემით 7 ტურად, ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის – წრიული სისტემით 5 ტურად.

აჭარის პირველობისათვის 166 სპორტსმენი იბრძვის.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე,
თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ტურნირის განრიგი:

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: