აჭარი მასობრივი სპორტის რეგიონული ფედერაციის ეგიდით, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში 1 დღიანი ტურნირი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის წევრებს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
დროის კონტროლი: 10 წუთი 5 წამის დამატებით.
ტურნირის გახსნა: 6 აპრილს 12:00 საათზე.
I ტური დაიწყება 12:30 სთ-ზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
ტურნირის დახურვა: 6 აპრილს, 18:00 საათზე.
სარეგისტარციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdEhdscaLoIVHW-
გამარჯვებულები:
I,II,III ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდებიან მედლით, სიგელით და ფასიანი საჩუქრებით, ტურნირის ყველა მონაწილეს კი გადაეცემა სამახსოვრო სერტიფიკატი.