საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და FIDE-ს ორგანიზებით მიმდინარე წელს რამოდენიმე ეტაპად ონლაინ რეჟიმში მწვრთნელთა სემინარი ჩატარდება. ვებინარების ძირითადი მიზანია, მწვრთნელებმა მიიღონ ინფორმაცია და გაიღრმავონ ცოდნა სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით.
სემინარს ჩააატრებს პედაგოგიური მეცნიერების კანდიდატი, ევროპის საჭადრაკო კავშირის ჭადრაკისა და განათლების კომისიის მდივანი ალექსანდრე კოსტიევი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის სახელმწიფო სოციალურ უნივერსიტეტის ჭადრაკის თეორიისა და მეთოდების დეპარტამენტს. სტუდენტებს შორის იყვნენ ცნობილი მოჭადრაკეები: სერგეი კარიაკინი, იან ნეპომნიაში, ერნესტო ინარკიევი, ვალენტინა გუნინა, ოლგა გირია. RSSU ატარებს ყველაზე დიდ ფესტივალს ქვეყანაში “Moscow Open”, რომელიც აერთიანებს ასობით მოჭადრაკეს. მრავალი წლის განმავლობაში ალექსანდრე ნიკოლაევი იყო ფესტივალის დირექტორი.
სემინარი განაწილებულია ორ ციკლად. პირველი ციკლი შედგება 5 ვებინარისგან, რომლის პირველი ვებინარიც უკვე ჩატარდა 11 მაისს და მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის 22 მწვრთნელი, მათ შორის აჭარიდან ესწრებოდა 3.
მონაწილეთა სია:
- დავით გურგენიძე
- ნიკოლოზ მანაგაძე
- ალექსანდრე არსენიძე
- დავით ზარქუა
- ალექს ტერ-კარაპეტიანი
- ადამი ხუხუნაიშვილი
- სოფიო ნიკოლაძე
- ნანა ჭეფხოძე
- გიორგი ქიტესაშვილი
- გიორგი მაჭარაშვილი
- იოსებ კვირიკაშვილი
- დიმიტრი კვარაცხელია
- მარიკა ჯაფარიძე
- დავით კოდუა
- ხვიჩა ბახტაზე
- გოჩა ჩაჩუა
- დიანა ქუთელია
- დავით ჯოჯუა
- მაია ლომინეიშვილი
- გიორგი ბერია
- დავით სამსონიძე