საჭადრაკო წიგნის ბრაილის შრიფტით ქართულ ენაზე პირველი გამოცემის ონლაინ წარდგინება სიმბოლურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს – 3 დეკემბერს გაიმართა.
წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის” ასევე დაიბეჭდა მხედრული შრიფტით, გახმოვანდება და გადატანილი იქნება დეიზი ფორმატშიც. იგი შექმნილია ნებისმიერი ასაკისა თუ სტატუსის მქონე მკითხველისთვის.
ავტორების – საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, იგი გადაეცემა საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და ყველა ორგანიზაციას სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.
ონლაინ კონფერენციაზე ავტორებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პროექტის ფინანსურ მხარდამჭერებს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქველმოქმედო ფონდ „ხარებას”, „ქართული ჭადრაკის ფონდს” და ა(ა)იპ „მომავალი იწყება დღეს”, ასევე, ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო წიგნის შექმნის პროცესში.
ონლაინ კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან: სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვასილ ლიპარტელიანი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი – წიგნის რედაქტორი გია ბეგიაშვილი, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლელა ცქიტიშვილი და “განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით” ქვეპროგრამის ტექნიკური მენეჯერი გრიგოლ ვარდოსანიძე; აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე; საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რეზო მაისურაძე და თბილისის ცენტრალური ფილიალების თავმჯდომარე თეოლოგიის დოქტორი ლაშა ცაიშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანანო წივწივაძე; კომპანია „ხარებას” მრჩეველი პროფესორი თემურ ვეკუა; „ქართული ჭადრაკის ფონდის” დამფუძნებელი პროფესორი ვეფხვია ოდიშარია; ა(ა)იპ “მომავალი იწყება დღეს” ხელმძღვანელი მარინა მამულია; შშმ პირთა ონლაინ ოლიმპიადის მონაწილეები; ჟურნალ “სინათლის” რედაქტორი პოეტი ამირან ღონღაძე; საავტორო გადაცემა “შენ ეს შეგიძლიას” წამყვანი ალექსი წეველიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორი ელენე ბილიხოძე და სხვები…
ონლაინ კონფერენციის კადრები: