აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-21 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი – 2022” გაიმართება.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული
სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის
დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს თავიანთ რეგიონალურ ფედერაციაში გადახდილი უნდა ჰქონდეთ წლიური საწევრო თანხა (24 ლარი).
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfnBXyJHnF-y8T2b1FKj-rXRr21XBFeqyaiOJvVTNdCHnOEeg/viewform
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 აგვისტო 19:00 საათი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 558 410904
სატურნირო შესატანი:
13 აგვისტოს 19:00 საათამდე 40 ლარი.
რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ტურნირის დაწყებამდე – 50 ლარი.
საქართველოს ჩემპიონები 8-დან 20 წლამდე კატეგორიებში გათავისუფლებულები არიან სატურნირო
შესატანისგან.
სატურნირო შესატანის ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
ს.ს.”საქართველოს ბანკი” მფო BAGAGE22
საბანკო ანგარიში: GE95BG 0000 000 363 099 200
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599 069497, 558 410904
ფესტივალის განრიგი:
ტური | დ ღ ე | დრო |
ჩამოსვლის დღე | 14 აგვისტო | |
გახსნა | 15 აგვისტო | 13:00 |
I ტური | 15 აგვისტო | 14:00 |
II ტური | 16 აგვისტო | 14:00 |
III ტური | 17 აგვისტო | 14:00 |
IV ტური | 18 აგვისტო | 14:00 |
V ტური | 19 აგვისტო | 14:00 |
VI ტური | 20 აგვისტო | 14:00 |
VII ტური | 21 აგვისტო | 14:00 |
დახურვა | 21 აგვისტო | 18:30 |
პრიზები:
ყველა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებული პირველი ხუთეული ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება: დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრით, აგრეთვე პირველი სამეული – მედლით, ჩემპიონები კი – თასით.
ტურნირის განმავლობაში გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა
სპეციალური პრიზები.
პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
მწვრთნელთა კონკურსი:
მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ
კატეგორიებში თამაშობდეს მინიმუმ მისი 3 მოსწავლე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა
მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ III ტურის დაწყებამდე.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელების ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:
I ადგილლი – 10 ქულა
II ადგილი – 8 ქულა
III ადგილი – 6 ქულა
IV ადგილი – 4 ქულა
V ადგილი – 2 ქულა
ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია.
ტურნირის მთავარი მსაჯი: საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფიდეს არბიტრი – ლეონიდ ნეურონოვი.