საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი – 2021”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში 18-22 დეკემბერს 10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია რეიტინგ ტურნირი “შავი ზღვის დელფინი – 2021” გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით:

  • 10 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 20 წლამდე – 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი: 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოვე სვლაზე 30 წამის დამატებით.

20 წლამდე კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი, 10.12 წლამდე კი რეგისტრაციის ვადის ამოწურის შემდეგ I ტურის წინ გამოცხადდება ორგანიზატორის გადაწყვეტილებით.

რეგისტრაცია:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს (თავიანთი რეგიონის მიხედვით) გადახდილი უნდა
ჰქონდეთ წლიური საწევრო თანხა (24 ლარი).

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: სარეგისტრაციო ბმული

საკონტაქტო მობ: 599 069497

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 დეკემბრის 19:00 საათი.

სატურნირო შესატანი:

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ტურნირის დაწყებამდე – 40 ლარი.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია

ს.ს.”საქართველოს ბანკი” მფო BAGAGE22
საბანკო ანგარიში: GE95BG 0000 000 363 099 200 

ტურნირის განრიგი:

ჩამოსვლის დღე18 დეკემბერი
გახსნა19 დეკემბერი 11:30
I ტური19 დეკემბერი12:00
II ტური19 დეკემბერი15:00
III ტური20 დეკემბერი12:00
IV ტური20 დეკემბერი15:00
V ტური21 დეკემბერი12:00
VI ტური21 დეკემბერი15:00
VII ტური22 დეკემბერი12:00
დახურვა22 დეკემბერი15:00

პრიზები:

  • ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული სამეული ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის შესაბამისი ხარისხის დიპლომით, მედლით და ფასიანი საჩუქრით:
  • ჩემპიონები აგრეთვე – თასით;
  • 20 წლამდე რეიტინგ ტურნირის გამარჯვებული დამატებით დაჯილდოვდება ტურნირის დამაარსებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას სახელობის სპეციალური პრიზით;
  • ტურნირში აგრეთვე გამოიყოფა საუკეთესო ჭაბუკი და გოგონა 8, 14, 16 და 18 წლამდე კატეგორიებში.
  • ყოველდღიურად გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა სპეციალური პრიზებიც.

მწვრთნელთა კონკურსი:

მწვრთნელის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ კატეგორიებში თამაშობდეს მისი არანაკლებ 3 მოსწავლე, რომლებიც ითვლებიან მის მოსწავლეებად არანაკლებ 6 თვისა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ III ტურის დაწყებამდე.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა,
მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია.

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – ლეონიდ ნეურონოვი