საჭადრაკო ფესტივალი „რაჭა-2025“

ქ.ამბროლაურში, 21-26 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით საჭადრაკო ფესტივალი “რაჭა – 2025” იმართება.

ფესტივალის ჩატარების ადგილი:
ამბროლაურის სასპორტო სკოლა. ქ.ამბროლაური რუსთაველის ქ N2

ფესტივალის ტურნირები და ღონისძიებები:

  • ღია ტურნირი (მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოჭადრაკეს)
  • 14 წლის ჭაბუკთა შორის – (2011 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 14 წლის გოგონათა შორის – (2011 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 12 წლის ჭაბუკთა შორის – (2013 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 12 წლის გოგონათა შორის – (2013 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 10 წლის ჭაბუკთა შორის – (2015 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 10 წლის გოგონათა შორის – (2015 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 8 წლის ჭაბუკთა შორის – (2017 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 8 წლის გოგონათა შორის – (2017 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 7 წლის ჭაბუკთა შორის – (2018 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • 7 წლის ჭაბუკთა შორის – (2018 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი).
  • ბლიცი (მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოჭადრაკეს).

ფესტივალის სათამაშო წესები:

დროის კონტროლი: ღია ტურნირებსა და ასაკობრივ ტურნირებში , თითოეულ
მონაწილეს 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ფესტივალის ტურნირები გაიმართება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად.

ბლიცი – თამაში შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ჩატარდება იგივე სისტემით
9(ცხრა) ტურად. დრო 3 წუთი. ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

ტურნირებზე არ დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ფესტივალში მონაწილეობა და რეგისტრაცია:

რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 4 აგვისტოდან – 20 აგვისტოს 18.00 საათამდე.

სატურნირო საწევრო შესატანი 7, 8, 10, 12, 14 წლიან ტურნირებში – 30 (ოცდაათი)
ლარი ; ბლიცი – 30 (ოცდაათი) ლარი; ღია ტურნირი – 50 (ორმოცდაათი) ლარი.

თანხის ჩარიცხვა: ლიბერთი ბანკი ამბროლაურის ფილიალი, ამბროლაურის სასპორტო სკოლა
(ხაზინის საბანკო ანგარიში 750487499).

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ , ან ელ.ფოსტაზე
გამოაგზავნონ 1) მონაწილის დაბადების მოწმობის ასლი, ან
პირადობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საწევროს გადახდის
დამადასტურებელი საბუთი (საქ.ჭადრაკის ფედერაციის ანგარიშზე); 3) ტურნირის
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი (ამბროლაურის სასპორტო სკოლის
ანგარიშზე); 4. ქალაქი , მწვრთნელის სახელი და გვარი.

ფესტივალის განრიგი:

ტურნირის დირექტორი: მინდია ცხვედიანი
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი -ალექსანდრე არსენიძე.

საკონტაქტო პირები:
ბონდო სარდანაშვილი-ამბროლაურის სასპორტო სკოლის დირექტორი- 599 195248

მინდია ცხვედიანი – რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი
577 971405; 595 962811; E-MAIL: