აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-24 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2022” გაიმართება.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს თავიანთ რეგიონალურ ფედერაციაში გადახდილი უნდა ჰქონდეთ წლიური საწევრო თანხა (24 ლარი).
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/2xyYaX6Knfj1gYPS8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 ივნისის 19:00 საათი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 558 410904
სატურნირო შესატანი:
16 ივნისის 19:00 საათამდე 40 ლარი.
რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ტურნირის დაწყებამდე – 50 ლარი.
საქართველოს ჩემპიონები 8-დან 20 წლამდე კატეგორიებში გათავისუფლებულები არიან სატურნირო შესატანისგან.
სატურნირო შესატანის ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
ს.ს.”საქართველოს ბანკი” მფო BAGAGE22
საბანკო ანგარიში: GE95BG 0000 000 363 099 200
ტურნირის განრიგი:
ტური | დ ღ ე | დრო |
ჩამოსვლის დღე | 17 ივნისი | |
გახსნა | 18 ივნისი | 14:00 |
I ტური | 18 ივნისი | 15:00 |
II ტური | 19 ივნისი | 14:00 |
III ტური | 20 ივნისი | 14:00 |
IV ტური | 21 ივნისი | 14:00 |
V ტური | 22 ივნისი | 14:00 |
VI ტური | 23 ივნისი | 14:00 |
VII ტური | 24 ივნისი | 14:00 |
დახურვა | 24 ივნისი | 18:00 |
პრიზები:
20 წლამდე რეიტინგ ტურნირში როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის დაწესებული იქნება ფულადი ჯილდო:
- I ადგილი – 500 ლ
- II ადგილი – 400 ლ
- III ადგილი – 300 ლ
- IV ადგილი – 200 ლ
- V ადგილი – 100 ლ
გამარჯვებული ხუთეული აგრეთვე დაჯილდოვდება დიპლომით, სამეული – მედლით და ჩემპიონი თასით.
8,10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებული პირველი ხუთეული ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრით, აგრეთვე პირველი სამეული – მედლით და ჩემპიონები – თასით.
ყოველდღიურად გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა სპეციალური პრიზები.
პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია.
ტურნირის მთავარი მსაჯი: საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფიდეს არბიტრი – ლეონიდ ნეურონოვი