აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 ივლისს, ქ. ბათუმში, 8,10,12,14 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2021” გაიმართება.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ფესტივალს უმასპინძლებს ჭადრაკის ყოფილი სასახლე „კაისა”.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოვე სვლაზე 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ წლიური საწევრო თანხა (24 ლარი)
მონმაწილეებმა რეგისტრაციისთის უნდა სეავსონ შემდეგი ბმული: სარეგისტრაციო ბმული
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 ივლისის 19:00 საათი.
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
ს.ს.”საქართველოს ბანკი” მფო BAGAGE22
საბანკო ანგარიში: GE95BG 0000 000 363 099 200
ტურნირის განრიგი:
ტური | დ ღ ე | დრო |
ჩამოსვლის დღე | 21 ივლისი | |
გახსნა | 22 ივლისი | 13:30 |
I ტური | 22 ივლისი | 14:00 |
II ტური | 23 ივლისი | 14:00 |
III ტური | 24 ივლისი | 14:00 |
IV ტური | 25 ივლისი | 14:00 |
V ტური | 26 ივლისი | 14:00 |
VI ტური | 27 ივლისი | 14:00 |
VII ტური | 28 ივლისი | 14:00 |
დახურვა | 28 ივლისი | 18:00 |
დაჯილდოება:
- ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული პირველი ხუთეული ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის და სპორტის დეპარტამენტის შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრით;
- პირველი სამეული აგრეთვე – მედლით;
- ჩემპიონები აგრეთვე – თასით;
- 20 წლამდე რეიტინგ ტურნირის გამარჯვებული დამატებით დაჯილდოვდება ტურნირის დამაარსებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას სახელობის სპეციალური პრიზით;
- 20 წლამდე ტურნირში აგრეთვე გამოიყოფა 16 და 18 წლამდე ერთი-ერთი საუკეთესო ჭაბუკი და გოგონა;
- ყოველდღიურად გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა სპეციალური პრიზები;
- პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
ტურნირში ასევე გაიმართება მწვრთნელთა კონკურსი, სადაც გამოვლენილი საუკეთესო ხუთეული დაჯილდოვდება დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა,
მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია