საჭადრაკო რობოტი “SenseRobot” აჭარაშია!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის ინიციატივით, რეგიონულ ფედერაციებს საჩუქრად გადაეცათ თანამედროვე საჭადრაკო რობოტი.

პროექტის მთავარი მიზანია, რეგიონებში განათლების, ტექნოლოგიებისა და ჭადრაკის ინტეგრირება – ინოვაციური სწავლების ხელშეწყობა და მოზარდებში ლოგიკური აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და ციფრული კომპეტენციების განვითარება.

22 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში SenseRobot-ის წარდგენა გაიმართა. რობოტის გამოჩენას მოზარდებში დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოყვა. თითოეული პარტია მათთვის ახალი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევა იყო.

აღსანიშნავია, რომ რობოტმა ინტერესი არამარტო სპორტსმენებში, არამედ მშობლებიც და მწვრთნელებშიც გამოიწვია და დიდი აღტაცებით შეხვდნენ ახალ მეტოქეს.

ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის — ის წარმოადგენს განათლების, ტექნოლოგიური წინსვლისა და წარმატებული მომავლის მყარ საფუძველს.