ქ. ბათუმი კვლავ მასპინძლობს მაღალი რანგის საჭადრაკო ღონისძიებას. 2-9 სექტემბერს სასტუმრო ”ლეგენდაში” საჭადრაკო კომპოზიტორთა 65-ე მსოფლიო კონგრესი და მსოფლიოს 46-ე ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში გაიმართება.
ღონისძიებებში 32 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
ინტერესს იწვევს ”ამოხსნების შოუ” და ”ზღაპრული პოზიციების ამოხსნა”.
კომპოზიციების ამოხსნა შედგება 9 რაუნდისაგან (ერთი მონაწილე მეორე მონაწილის წინააღმდეგ) – თითოეულ ტურში წარმოდგენილი იქნება 3 ეტიუდი (#2, h#2 და s#2).
გადასაჭრელი ეტიუდი ეკრანზე იქნება წარმოდგენილი (ერთი პოზიცია ჩნდება ორი წუთის განმავლობაში).
თითოეული მონაწილეთა წყვილის შერჩევა ხდება შვეიცარიული სისტემით.
სწორი პასუხი აგროვებს 1 ქულას. არასწორი ან არასრული ამოხსნის ქულა ნულოვანია.
რაუნდი შეიძლება დასრულდეს: 3:0 (გამარჯვება), 2:0 (გამარჯვება), 2:1 (გამარჯვება), 1:0 (გამარჯვება), 1:1 (ფრე) ან 0:0 (ფრედ).
ზღაპრული ჭადრაკის პრობლემების გადაჭრის მსოფლიო ჩემპიონატის პროექტი (WCSF)
ღონისძიება შედგება 2 რაუნდისგან 1 დღის განმავლობაში. თითოეული რაუნდი გრძელდება 2 საათის მანძლზე. თითო რაუნდში 8 პოზიციაა.
ამომხსნელს შეუძლია გამოიყენოს ორგანიზატორის, ან საკუთარი ჭადრაკის დაფა(ები). აკრძალულია ყველა ელექტრონული ან ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ამოხსნაში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის უსამართლო მოქმედება.
პოზიციის სწორი და სრული გადაწყვეტა აგროვებს 5 ქულას.
არასრული ამოხსნა აგროვებს ნაკლებ ქულას. არასწორი ან არასრული ვარიანტები ან ცალკეული გადაწყვეტილებები აგროვებს 0 ქულას.