საჭადრაკო ვიქტორინის III კვირის გამარჯვებული და პრიზის მფლობელი ისევ გუგული ფერაძეა!
II ადგილზე გავიდა გაბრიელ გაბადაძე, III ადგილზე კი ისევ თეონა ფარესიშვილია.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გათამაშების დროს, სწორ პასუხთან ერთად მნიშვნელოვანია სისწრაფე. ქულები ითვლება სწორი პასუხის და შემოსული წერილის დროის მიხედვით.
ვიქტორინის ძველი კითხვების ნახვა სწორ პასუხებთან ერთად, შესაძლებელია ვებ-გვერდის მარჯვენა მხარეს, “პარტნიორების” სვეტის ქვემოთ ვიქტორინის არქივში.