აჭარის ჭადრაკის ფედერაციასა და ქ. ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლას შორის, 15 მაისს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპის დღეების ფარგლებში კი ერთობლივი ორგანიზებით პირველი საჭადრაკო ბლიც ტურნირიც გაიმართა.
- ჩატარების სისტემა:
ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
- დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
ღონისძიებაში პირველობისთის სკოლის 22 მოსწავლე ასპარეზობდა.
გამარჯვებული სამეული:
- ირაკლი ყურშუბაძე 7-დან 7 ქულა
- მიხეილ დავითაძე 7-დან 5.5 ქულა
- ნიკა კახიძე 7-დან 5 ქულა
- დაჯილდოება:
I,II,III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: