აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-23 დეკემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე lichess.org გაიმართა ონლაინ ტურნირები სწრაფ ჭადრაკში საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის 8,10,12, 14 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათათვის.
ტურნირები ჩატარდა ორ კატეგორიად A და B. A კატეგორიის ტურნირში 2008 წლის ჩათვლით დაბადებული 32 ჭაბუკი და გოგონა მონაწილეობდა, B კატეგორიის ტურნირში კი 2004 წლის ჩათვლით დაბადებული 39 მონაწილე.
ტურნირის დებულების შესაბამისად ხუთ ასაკობრივ ჯგუფში დაჯილდოვდნენ საუკეთესო ქართველი ჭაბუკი და გოგონა. ესენი არიან:
16 წლამდე – გოგა ლორთქიფანიძე და სოფია ანთია
14 წლამდე – გიორგი გაბუნია და ლიზი ქონიაძე
12 წლამდე – თაზო ლომინაძე და ლულუ დიასამიძე
10 წლამდე – დემეტრე გოგიაშვილი და მარიამ კალანდაძე
8 წლამდე – ალეს ივანოუ და ანეტა ქედელიძე
აღსანიშნავია, რომ A კატეგორიის ტურნირის საერთო ჩათვლაში II ადგილზე გავიდა გიორგი გაბუნია, III-ზე კი ლიზი ქონიაძე. B კატეგორიის ტურნირში კი სამივე საპრიზო ადგილი ქართველებმა დაიკავეს: I- დემეტრე გოგიაშვილი, II- ლულუ დიასამიძე, III- მარიამ კალანდაძე.