1 ნოემბერს, იტალიის ქალაქ გალიპოლიში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის!
ჩემპიონატი გაიმართა ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 50+ და 65+, ღია და ქალთა შორის. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად. ასპარეზობაში მონაწილეობდა 67 ქვეყნის 467 მოჭადრაკე.
ქართველთა მონაგარში 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია:
ნონა გაფრინდაშვილი 65+ ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!
მიხეილ კეკელიძემ 50+ კატეგორიაში და ზურაბ სტურუამ 65+ კატეგორიაში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს!
საქართველოდან ასპარეზობდნენ:
- ნონა გაფრინდაშვილი (11-დან 7.5 ქულა)
- ინგა ხურცილავა (11-დან 7 ქულა)
- სოფიო ტერელაძე (11-დან 6.5 ქულა)
- სოფიო ნიკოლაძე (11-დან 6 ქულა)
- მიხეილ კეკელიძე (11-დან 9 ქულა)
- ზურაბ სტურუა (11-დან 8.5 ქულა)
- ალექსანდრე ყაშაშვილი (11-დან 6.5 ქულა)
- ზაზა ხოფერია (11-დან 5 ქულა)

