მაია ჩიბურდანიძის ‘ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში’ დასრულდა საქართველოს პირველობა 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.
გოგონათა შორის 9-დან 8 ქულით პირველობა გაინაწილეს ანასტასია კირთაძემ და დიანა ლომაიამ.
ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ ანასტასია კირთაძემ მოიპოვა!
III-IV ადგილები 9-დან 6.5 ქულით ბარბარე აშოთიამ და ლულუ დიასამიძემ გაიყვეს, დამატებითი მაჩვენებლით კი საპრიზო ადგილზე ბარბარე აშოთია გავიდა.
ჭაბუკთა ჩემპიონატზეც საპრიზო სამეული დამატებითმა მაჩვენებლებმა გამოავლინა.
ლუკა კილაძემ უკეთესი კოეფიციენტით პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 20 წლამდე ასაკში.
გამარჯვებულმა მონაწილეებმა: ანასტასია კირთაძემ და ლუკა კილაძემ მონტენეგროში დაგეგმილი 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს, რომელიც 23 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პეტროვაცში გაიმართება.
საპრიზო სამეული გოგონათა შორის:
I ადგილი – ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწვრთნელი: დავით ჯოჯუა)- 8 ქულა;
II ადგილი – დიანა ლომაია (ფოთი; მწვრთნელი; გოჩა ჩაჩუა) – 8 ქულა;
III ადგილი – ბარბარე აშოთია (ქუთაისი; მწვრთნელი; დავით ჯოჯუა) –6, 5 ქულა;
საპრიზო სამეული ჭაბუკთა შორის:
I ადგილი – ლუკა კილაძე (თბილისი; მწვრთნელი; ზურაბ სტურუა) – 6,5 ქულა;
II ადგილი – აკაკი ყალიჩავა (ფოთი; მწვრთნელი:გოჩა ჩაჩუა) – 6,5 ქულა;
III ადგილი – ნიკოლოზ შამათავა (მწვრთნელი; დავით ჯოჯუა) -6 ქულა;