საქართველოს ჩემპიონატი 8,14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-11 სექტემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 8 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად

– 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

– აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  1 სექტემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით.

– II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

– III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

– 2020 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;

ბ) II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

– სპორტული თანრიგი პირდაპირი წესით ენიჭება საქართველოს ჩემპიონებს:

– 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – II სპორტული თანრიგი.

– 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – სპორტის ოსტატის კანდიდატობა.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.