საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან – 4 ივნისის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

ფიდეს რეიტინგი დაითვლება 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/xcdwMbMxTTJJBbM18

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ :

  1. დაბადების მოწმობის ასლი;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დმადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მაისი 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე26 მაისი 
I ტურის კენჭისყრა26 მაისი20:00
გახსნა27 მაისი15:00
I ტური27 მაისი15:00
II ტური28 მაისი15:00
III ტური29 მაისი15:00
IVტური30 მაისი15:00
Vტური31 მაისი15:00
VI ტური1 ივნისი15:00
VII ტური2 ივნისი15:00
VIII ტური3 ივნისი15:00
IX ტური4 ივნისი15:00
დახურვა4 ივნისი19:00

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, პირველ და მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზატორს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები დებულებაში და ღონისძიება ჩაატაროს ონლაინში.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი