საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანას” ორგანიზებით, ქ. ფოთში 9-13 მარტს საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – დასავლეთ ზონის პირველი ლიგა გაიმართება.

მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
8 წლამდე – 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
10 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
12 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე. ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
ჩატარების სისტემა და განრიგი.

დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/6YacmYtw8aoz8v2B6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 მარტი 18:00 საათი.

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 50 ლარი.
(შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება).
ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბი ნანა.
სს “საქართველოს ბანკი”, საბანკო ანგარიში: GE16BG0000000588967256

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. თითოეულ ტურნირში 1–5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – გოჩა ჩაჩუა.

საკონტაქტო პირი: თეა ქაქუთია – 551007827.