საქართველოს ჩემპიონატის დებულება

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, 14-23 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა გაიმართება.

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 10 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 14 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 16 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 18 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/GL5k6sbcSwqVBzPt9

თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 50 ლარი
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG0000000363099200

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 აპრილი 18:00 სათი.
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო
შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (11 აპრილის 18.00
საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს. ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –

მობ: 558 11 86 83

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საწევრო შესატანია 100 ლარი.

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვი8, 10, 12 წ.14, 16, 18 წ.
ჩამოსვლის დღე14 აპრილი  
I ტურის კენჭისყრა14 აპრილი20:0020:00
გახსნა15 აპრილი10:1515:45
I ტური15 აპრილი10:3016:00
II ტური16 აპრილი10:3016:00
III ტური17 აპრილი10:3016:00
IVტური18 აპრილი10:3016:00
Vტური19 აპრილი10:3016:00
VI ტური20 აპრილი10:3016:00
VII ტური21 აპრილი10:3016:00
VIII ტური22 აპრილი10:3016:00
IX ტური23 აპრილი10:3016:00
დახურვა23 აპრილი20:0020:00

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი
    საჩუქრით;
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფასიანი
    საჩუქრით;
  • 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები
    დაფინანსდებიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს
    ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება;
  • 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები
    დაფინანსდებიან მსოფლიო თასზე და ევროპის ჩემპიონატზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს
    ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება;
  • 2026 წლის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული მოჭადრაკეები განხილულნი იქნებიან შესაბამისი ასაკის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატებად.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება
აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.

ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 06 94 97, 558 41 09 04
ელ-ფოსტა: