საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 10-15 მარტს, ქ. ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ში, საქართველოს ჩემპიონატი U8;U10; U12; დასავლეთ ზონის პირველი ლიგა გაიმართება.

მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე –   2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 10 წლამდე –  2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე –  2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე,
შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/TXo3vkvDEFoH2JUy5

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 მარტი 18:00 სათი.
ელ-ფოსტა –

ითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  30 ლარი.

ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბი ნანა.
სს “საქართველოს ბანკი”, საბანკო ანგარიში: GE16BG0000000588967256

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე10 მარტი
I ტურის კენჭისყრა11 მარტი  12:00
გახსნა11 მარტი14:45
I ტური11 მარტი15:00
II ტური12 მარტი12:30
III ტური12 მარტი15:00
IV ტური13 მარტი15:00
V ტური14 მარტი12:30
VI ტური14 მარტი15:00
VII ტური15 მარტი15:00
დახურვა15 მარტი17:30

გამარჯვებულები:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • თითოეულ ტურნირში 1–5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის
    უმაღლესი ლიგის საგზურებს.
  • 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:
    8 წლამდე – III თანრიგი, 10 წლამდე – II თანრიგი, 12 წლამდე – I თანრიგი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – გოჩა ჩაჩუა.