საქართველოს ჩემპიონატი 8 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

03-11 სექტემბერს, ქ.თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 8 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირი იმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

შეჯიბრებაში აჭარიდან მონაწილეობს 10 მოჭადრაკე და 4 ტურის შემდეგ მათ მონაგარშია:

ლიზი ქონიაძე (14 წლ.) – 3 ქულა

კესარია მგელაძე (14 წლ.) – 3 ქულა

ანეტა ქედელიძე (8 წლ.) – 3 ქულა

გიორგი გაბუნია (14 წლ.) – 3 ქულა

ეკატერინე ცივაძე (14 წ.) – 3 ქულა

გიორგი გოგიაშვილი (14 წლ.) – 2,5 ქულა

ანრი ყალიჩავა (8 წლ.) – 2 ქულა

დემეტრე გოგიაშვილი (14 წლ.) – 2 ქულა

ანი ყალიჩავა (8 წლ.) – 2 ქულ

ბარბარე მიქელაიშვილი (8 წლ.) – 2 ქულა

გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით.

– II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

– III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.