საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ს ორგანიზებით 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, ქ. ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ 2018 წლის 1
იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე.
ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.
გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
ჩატარების სისტემა და განრიგი.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 40 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/HpdpJzxH1c1novTA8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო საწევრო შესატანია – 40 ლარი.
ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”. საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE63BG0000000576120700. ბანკის კოდი
BAGAGE22
ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – ალექსანდრე არსენიძე
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 92–96–87.