საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ს ორგანიზებით, 2-6 ნოემბერს, ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის წაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

მონაწილენი:

  • ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს:
  • ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
  • ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 40 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/ib9KewCpqVRSA2NP6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ნოემბერი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო საწევრო შესატანია – 30 ლარი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – ალექსანდრე არსენიძე
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 92–96–87