საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ს ორგანიზებით, 2-6 ნოემბერს, ქუთაისი საქართველოს პირველობას 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მასპინძლობდა.
ღონისძიება შვეიცარული სისიტემით 7 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 40 წუთი, 10 წამის დამატებით.
ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე. აჭარიდან ასპარეზობდა 2 ნორჩი სპორტსმენი:
- ევდოკიმოვ იური, მწვრთნელი – ალექსანდრე ევდოკიმოვი (7-დან 5 ქულა) – V ადგილი;
- შერვაშიძე-კაპანაძე ეკატერინე, მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე (7-დან 4 ქულა) – XI ადგილი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, დიპლომებითა და მედლებით.
ჩემპიონებმა, მარიამ მიქაძემ და ალექსანდრე ცხოვრებაძემ შვიდიდან შვიდივე პარტია მოიგეს!
საპრიზო სამეულები:
7 წლამდე ჭაბუკები:
- I ადგილი – ალექსანდრე ცხოვრებაძე (ქუთაისი; მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;
- II ადგილი – ცოტნე ნანავა (ზუგდიდი; მწვრთნელი – გიორგი სართანია) – 6 ქულა;
- III ადგილი – ცოტნე მურჯიკნელი (ახალციხე; მწვრთნელი – დავით სამსონიძე) – 5,5 ქულა.
7 წლამდე გოგონები:
- I ადგილი – მარიამი მიქაძე (ქუთაისი; მწვრთნელი – გიორგი მენაბდე) – 7 ქულა;
- II ადგილი – ანასტასია გვასალია (თბილისი; მწვრთნელი – გიორგი მაჭარაშვილი) – 6 ქულა;
- III ადგილი – ნატალი მაღლაკელიძე (ქუთაისი; მწვრთნელი – ხათუნა გუბელაძე) – 5 ქულა;