9-12 სექტემბერს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში, საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შოთა ინწკირველის მემორიალი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 10 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 12 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 14 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 16 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 18 წლამდე – 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAg
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
- ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
დროის კონტროლი:
სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე,
ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის
ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:
სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/Pg2KVqtjxuBMcJWu9
ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/4XzBxx8Vy7q3Y5if6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა:
სწრაფ ჭადრაკში – 2024 წლის 7 სექტემბრის 18:00 სათი.
ელვისებურ ჭადრაკში – 2024 წლის 8 სექტემბრის 18:00 სათი.
ალექსანდრე არსენიძე: ელ-ფოსტა – მობ: 599 92-96-87
თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 25 ლარი სწრაფ ჭადრაკში, 20 ლარი
ელვისებურ ჭადრაკში.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”. საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE63BG0000000576120700. ბანკის კოდი
BAGAGE22
ტურნირის განრიგი სწრაფ ჭადრაკში:
ტურნირის განრიგი ელვისებურ ჭადრაკში:
გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით .
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – ალექსანდრე არსენიძე
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 92–96–87.