საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 16-25 ივნისს, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 32-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცეა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ჩემპიონატში ასპარეზობდა 160 მოჭადრაკე, მათ შორის კი 10 აჭარის რეგიონის წარმომადგენელი იყო.
აღსანიშნავია, რომ 14 წლამდე გოგონათა შორის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აჭარის მონაგარშია. ქობულეთელმა ლულუ დიასამიძემ და ბათუმელმა მარიამ კალანდაძემ 9-დან 6.5 ქულა დააგროვეს და მეორე – მესამე ადგილები გაიყვეს, დამატებითი კოეფიციენტით კი ვერცხლის მედალი და ევროპის ჩემპიონატის საგზური ლულუ დიასამიძეს ხვდა წილად!
ლულუს მწვრთნელია საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე, მარიამის კი თენგიზ დიდმანიძე.