საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 – 10 აგვისტოს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის -“კახი ჩიგოგიძის თასი” გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს:
ტურნირში დაიშვებიან 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/mFiU2c7JYUraco1YA
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:
- დაბადების მოწმობის ასლი;
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 ივლისი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია – 30 ლარი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701
ბანკის კოდი BAGAGE22
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 1 აგვისტო | |
I ტურის კენჭისყრა | 1 აგვისტო | 20:00 |
გახსნა | 2 აგვისტო | 14:45 |
I ტური | 2 აგვისტო | 15:00 |
II ტური | 3 აგვისტო | 15:00 |
III ტური | 4 აგვისტო | 15:00 |
IV ტური | 5 აგვისტო | 15:00 |
V ტური | 6 აგვისტო | 15:00 |
VI ტური | 7 აგვისტო | 15:00 |
VII ტური | 8 აგვისტო | 15:00 |
VIII ტური | 9 აგვისტო | 15:00 |
IX ტური | 10 აგვისტო | 15:00 |
დახურვა | 10 აგვისტო | 19:00 |
დაჯილდოება:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- ჭაბუკთა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაფინანსდება 2024 წლის ევროპის
ინდივიდუალურ ჩემპიონატზე. - გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაფინანსდება 2024 წლის ევროპის ქალთა
ინდივიდუალურ ჩემპიონატზე.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი