საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის -“კახი ჩიგოგიძის თასი”

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 24 ნოემბრიდან 2 დეკემბერის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის -“კახი ჩიგოგიძის თასი” გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს:

2001 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  2021 წლის საწევროს გადახდა.  სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/cHTXKfQDiUvmPstC6 

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:

  1. დაბადების მოწმობის ასლი;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის  23 ნოემბრის 18.00 საათამდე

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი”

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე24 ნოემბერი 
I ტურის კენჭისყრა25 ნოემბერი12:00
გახსნა25 ნოემბერი15:00
I  ტური25 ნოემბერი15:00
II  ტური26 ნოემბერი15:00
III  ტური27 ნოემბერი11:00
IV  ტური27 ნოემბერი17:00
V  ტური28 ნოემბერი15:00
VI  ტური29 ნოემბერი15:00
VII  ტური30 ნოემბერი15:00
VIII  ტური1 დეკემბერი15:00
IX  ტური2 დეკემბერი15:00
დახურვა2 დეკემბერი18:00

დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.
  • I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • ჭაბუკთა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს  2022 წლის საქართველოს ვაჟთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
  • გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს  2022 წლის საქართველოს ქალთ 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
  • I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება (შესაბამისად ვაჟთა და ქალთა).

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.