5 აგვისტოდან, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობისჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა დად გოგონათა შორის.
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ტურნირში მონაწილეობენ 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები. ტურნირის დებულების თანახმად, ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2020 წლის საწევროს გადახდა.
პარტიები იწყება ყოველ დღე 3 საათზე, ბოლო ტური ჩატარდება 14 აგვისტოს 11:00 საათზე. ტურნირის დახურვა გაიმართება 14 აგვისტოს 16:00 საათზე.
საერთო წესები:
– ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30 სვლის შემდეგ.
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
დაჯილდოება:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.
– I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
– I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება (შესაბამისად ვაჟთა და ქალთა).
– II- III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის კანდიდატის წოდება.
– ჭაბუკთა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
– გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში აჭარიდან მონაწილეობას ღებულობს 5 სპორტსმენი: ირაკლი ახვლედიანი, დეა ბედოშვილი, სოფიო ანთია, კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე .