საქართველოს ჩემპიონატის შედეგები 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ს ორგანიზებით, 4 ნოემბერს ქ. ქუთაისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. ფიდეს რეიტინგი არ ითვლებოდა. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 40 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

ტურნირში 80 ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა, მათ შორის 2 სპორტსმენი იყო აჭარიდან:

  • შაინიძე ნატა (7-დან 4 ქულა) VII ადგილი
  • ლომინაძე ნიკო (7-დან 4 ქულა) XXII ადგილი

7 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:

  1. ალექსანდრე გელენიძე (თბილისი; მწვრთნელი — გიორგი ხომერიკი) 7-დან 6.5 ქულა
  2. ანდრია სარია (წალენჯიხა; მწვრთნელი — ლევან ზარქუა) 7-დან 6 ქულა
  3. ილია ზივზივაძე (ქუთაისი; მწვრთნელი — გიორგი ტყეშელაშვილი) 7-დან 6 ქულა

7 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:

  1. მარიამ მიქაძე (ქუთაისი; მწვრთნელი — გიორგი მენაბდე) 7-დან 6 ქულა
  2. ევა დოლიძე (თბილისი; მწვრთნელი — ხვიჩა ბახტაძე) 7-დან 6 ქულა
  3. მარიამ ყურუა (თბილისი; მწვრთნელი — ხვიჩა ბახტაძე) 7-დან 5 ქულა