საქართველოს ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 9-18 აპრილის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 14 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
  • 18 წლამდე – 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/dTRGmn2CpbLJq55E7

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ :

  1. დაბადების მოწმობის ასლი;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 აპრილი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე9 აპრილი 
I ტურის კენჭისყრა9 აპრილი20:00
გახსნა10 აპრილი15:00
I ტური10 აპრილი15:00
II ტური11 აპრილი15:00
III ტური12 აპრილი15:00
IVტური13 აპრილი15:00
Vტური14 აპრილი15:00
VI ტური15 აპრილი15:00
VII ტური16 აპრილი15:00
VIII ტური17 აპრილი15:00
IX ტური18 აპრილი15:00
დახურვა18 აპრილი18:00

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, პირველ და მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

ყველა ტურნირში I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს პირდაპირი წესით მიენიჭებათ სპორტის ოსტატის კანდიდატობა.

2022 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

  • I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;
  • II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზატორს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები დებულებაში და ღონისძიება ჩაატაროს ონლაინში.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი